|
2017-10-21 20:02:21, 1709 ნახვა
პოლიტიკა
მელია: მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, გავერთიანდეთ და ერთად დავიცვათ ხმები
„ძალიან მალე იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მაშინ როდესაც ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ხმები მილიონერი ივანიშვილის მხრიდან“,-ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნიკა მელიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, ხელისუფლებამ წარმოუდგენელი მასშტაბის ე.წ. კარუსელი დაატრიალა. „ხელისუფლებამ, რომელმაც წარმოუდგენელი მასშტაბის „კარუსელის“ დემონსტრირება მოახდინა დღის განმავლობაში. წარმოუდგენელი მასშტაბის შანტაჟი, მუქარა, მოსყიდვა იყო. ეს იხილა საზოგადოებამ. პირდაპირ ძალდატანებით გამოჰყავდათ ამომრჩევლები და პირდაპირ საარჩევნო უბნებზე უხდიდნენ ფულს, აფრიალებდნენ ივანიშვილის მიერ გამოყოფილ ფულს. მიუხედავად ამისა, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ეს ყველაფერი იმისთვის, რომ საარჩევნო მარათონი პირველ ტურში დაამთავროს.ამიტომ მე მინდა მივმართო მინდა ყველა ოპოზიციურ პარტიას, ყველა ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს, წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე. ნახევარ საათში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება, ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავიცვათ ხმები. წარმოუდგენელია ამ ქალაქში, თბილისში, კახი კალაძემ, „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვებას მიაღწიოს პირველ ტურში, მიუხედავად იმისა, რა თუ მასშტაბის ფალსიფიკაციას და გაყალბებას ჰქონდა ადგილი. ჩვენზე არის ახლა დამოკიდებული ძალიან ბევრი. ამ ქვეყანაში სტაბილიზაციის პროცესის შენარჩუნება არის ყველა ოპოზიციურ პარტიაზე დამოკიდებული. ამიტომ აქ საკითხი არ დგას შემდეგნაირად, ვინ მოიგებს და ვინ დამარცხდება. აქ საკითხი დგას რამდენად დაისადგურებს ქვეყანაში სიმშვიდე. არავინ შეეგუება თვალში ნაცრის შეყრას, არ შეეგუება ფალსიფიკაციას და გაყალბებას“, - განაცხადა მელიამ.
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)