|
2017-10-21 18:37:53, 1834 ნახვა
საზოგადოება
„თავისუფალი პლატფორმის“ საგანგებო განცხადება 17:00 საათამდე დაფიქსირებულ დარღვევებზე
არჩევნებზე 12:00 დან 17:00 საათის შუალედში დაფიქსირებულ დარღვევებზე „თავისუფალი პლატფორმის“ წევრი ორგანიზაცია „ვაკვირდების“ ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც „პირველის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მირზოევმა განაცხადა, დარღვევები, რამდენიმე სახით დაფიქსირდა. „თბილისში, საბურთალოს ოლქის #13 უბანზე კომისიის წევრები, რომლებიც თან ახლდნენ გადასატან ყუთს, ერთი გამოუყენებელი ბიულეტენი დაკარგეს. საბურთალოს #43 უბანზე იყო დარღვეული გადასატანი ყუთის ბეჭდის მთლიანობა, ასევე სამგორის და საბურთალოს ოლქებში არასწორად იყო აღქმული ცესკოს ინსტრუქციები, 15:00 საათზე ამომრჩეველთა აქტიურობის დამატებითი აღნიშვნის შესახებ (საბურთალო #37 და სამგორი #7), რაზეც მოხდა ცესკოს ინფორმირება, და შემდეგ კომისიებთან ვითარების გარკვევა ჩვენ მივიღეთ არაერთი შეტყობინება, მათ შორის ჩვენი დამკვირვებლებისგან, იმის სესახებ, რომ საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს ამომრჩეველტა მონაცემების გადამოწმება, რის სესახებ არაერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა და მედიასაშულებებმა შეაფასეს როგორც კანონდარღვევად. მიგვაჩნია რომ აღნიშნული ქმედებები არ მოიცავს რაიმე ტიპის დარღვევას, ვინაიდან აღნიშნული მონაცემები არის საჯარო ინფორმაცია, მთავარია ამ შემთხვევაში არ მოხდეს საარცევნო ადმინისტრაციის წევრტა მუსაობის ხელსეშლა და ამომრცევლების ტავისუფალ და გააზრებულ არჩევანზე გავლენა“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე მირზოევმა. „თავისუფალ პლატფორმაში“ რამდენიმე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. ორგანიზაციის წარმოამდგენლები ამომრჩეველს არჩევნების მიმდინარეობის შუალედურ ანგარიშებს „პირველში“ გამართული ბრიფინგების საშუალებით აწვდიან. „თავისუფალ პლატფორმაში“ გაწევრიანებული ორგანიზაციების დამკვირვებლები არჩევნების მიმდინარეობას მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებიან.
(NS)
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)