|
2017-10-21 14:44:03, 1745 ნახვა
კომენტარი
უდუმაშვილი: ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა გაცილებით აღემატება სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას
„ამ დროისთვის არსებული ყველა მონაცემებით, ოპოზიციური კანდიდატების საერთო მხარდაჭერა ჯამში გაცილებით აღემატება სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისი მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება გაათმაგებული ძალებით შეეცდება ზეგავლენა მოხდინოს საარჩევნო პროცესზე: ”მე მინდა მივმართო ამომრჩეველს, განსაკუთრებით კი ამომრჩეველს, რომელიც ამ დრომდე არ მისულა საარჩევნო უბანთან და არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია. მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ, მოგიწოდებთ ყველას, რომ მიხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, გამოხატოთ თქვენი ნება. ამ დროისთვის არსებული ყველა მონაცემებით, ოპოზიციური კანდიდატების საერთო მხარდაჭერა ჯამში გაცილებით აღემატება სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას. ასე რომ, მოსალოდნელია, რომ ამ დროიდან ხელისუფლება გაათმაგებული ძალებით შეეცდება, რამენაირად ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესზე და უპირველე ყოვლისა ეს რა თქმა უნდა არჩევნების გაყალბებას უკავშირდება. ამის მთავარი წამალი კი სწორედ ამომრჩევლების აქტიურობაა. რაც მეტი ამომრჩეველი მიდის საარჩევნო უბანთან, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ არჩევნები გაყალბდეს. ჩვენ აბსოლუტურად ყველა ფრონტზე ვართ წარმოდგენილი და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ საარჩევნო უბნებზე არსებულ ვითარებას, თუმცა ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობთ თქვენ - ამომრჩეველი, სწორედ თქვენს აქტიურობაზე დამოკიდებული რა შედეგით დასრულდება დღევანდელი საარჩევნო პროცესი. ერთად გადავწყვიტოთ, ვის გადავაბარებთ თბილისის მმართველობას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში”, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)