2017-10-21 13:08:18, 1928 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი: მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველას ხმა იყოს დაცული
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა.
მინისტრმა მედიასთან, საკუთარი არჩევანის შესახებ საჯარო განცხადების გაკეთება არ ისურვა და დასზინა, რომ უწყება ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.
"პოლიცია არის აპოლიტიკური. ჩვენ ვინარჩუნებთ ნეიტრალიტეტის პრინციპს. როგორც შს მინისტრი მე მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩემი არჩევანის შესახებ საჯარო განცხადებებს არ გავაკეთებ პატივს ვცემ ჩვენი მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს. ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული მაქსიმუმი იმისთვის, რომ ყველას ხმა იყოს დაცული, მაღალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი", - განაცხადა მღებრიშვილმა.
ავტორი: ,