|
2017-10-21 12:57:11, 1620 ნახვა
საზოგადოება
IDMC-ის ცნობით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დარღვევები და გადაცდომები დაფიქსირდა
თავისუფალი პლატფორმის წევრი ორგანიზაციის IDMC ხელმძღვანელის მიხეილ ჭიღლაძის განცხადებით, IDMC-ის დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე საარჩევნო უბანზე გარკვეული დარღვევები და გადაცდომები დაფიქსირდა. როგორც დღეს სააგენტო „პირველში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ჭიღლაძემ აღნიშნა, ქუთაისის 64-ე საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისია დაავიწყდა საკონტროლო ფურცელზე დროის მითითება და გაახსენდათ მაშინ, როცა უკვე 5 ამომრჩეველს ხმა ჰქონდა მიცემული. „ოლქის მითითებით და კურატორის თანდასწრებით გახსნეს ყუთი და მიმდინარეობდა ამ პრობლემის აღმოფხვრა. კომისიამ დღის წესრიგში დააყენა აღნიშნული ბიულეტენების ბათილობის საკითხი. აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი. ქუთაისის მე-40 უბანზე კი კომისიის რეგისტრატორმა წევრმა ამომრჩევლის ბარათით მოძებნა ამომრჩეველი სიაში და ამის შემდგომ გაუკეთა მარკირება. აღმოჩნდა რომ ეს ამომრჩეველი არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი და მარკირება გაუკეთეს არასწორად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი“, -განაცხადა პრესკონფერენციაზე ჭიღლაძემ. მისივე ცნობით, თბილისში, ვაკის საარჩევნო ოლქის მე-60 საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრატორმა 3 ბიულეტენს წინასწარ მოაწერა ხელი და დაარტყა ბეჭედი. „თბილისში დაკვირვებას ვახორციელებთ მობილური ჯგუფის და 20-მდე დამკვირვებლის მეშვეობით. იმერეთის რეგიონში, ასევე თბილისში, ვაკის ოლქში ამ ეტაპზე ფიქსირდება დაბალი აქტივობა და ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაღალი აქტივობისაკენ. მიუხედავად გარკვეული დარღვევების იდენტიფიცირებისა, ამ ეტაპზე არჩევნები მიმდინარეობს წყნარ, მშვიდ გარემოში და კანონმდებლობის დაცვით“,- განაცხადა IDMC-ის წარმომადგენელმა. თავისუფალი პლატფორმის ალიანსის ფარგლებში სარჩევნო უბნებზე მონიტორინგს IDMC-ის 150-მდე დამკვირვებელი ახორციელებს.
(NS)
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)