|
2017-10-21 12:27:49, 2350 ნახვა
ეკონომიკა
„ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ფინალისტები გამოვლინდნენ
"თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ფინალისტები უკვე ცნობილია. ჟიურიმ 6 ნომინაციაში სამ-სამი ფინალისტი გამოავლინა: • წლის ინოვაციური ბიზნესი - My GPS, ფინა, Inebe.ge; • წლის მცირე ბიზნესი - დასტა, ნატა ბუაჩიძის სტუდია, Alter Socks; • წლის ტურისტული ბიზნესი - სათავგადასავლო კლუბი ჯომარდი, სასტუმრო კაბადონი, Husky Park; • წლის აგრო ბიზნესი - შპს ნიბა 2008, შპს ბლუბერი, შპს ქართული თევზი; • წლის ქართული პროდუქტი - გეფერინი, კულა, სავანეთი; • წლის ბიზნესი - ჰერბია, დიო, აიბი მთიები; მეშვიდე ნომინაციაში, წლის სტარტაპერი, ხმის მიცემა რამდენიმე კვირაში ბიზნესდაჯილდოების ვებგვერდზე დაიწყება. საყოველთაო ხმის მიცემაში მონაწილეობას მიიღებს ყველა კომპანია, რომელიც ამ ნომინაციაში დარეგიტრირდა - სულ 233 სტარტაპერი. რაც შეეხება პროექტს, ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეორედ ტარდება და მასში მონაწილეობას იღებს 661 კომპანია. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი ბიზნესების შექმნას და მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას. დაჯილდოების მთავარი სლოგანია #გააზიარეწარმატება, ორგანიზატორები პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევენ, თავიანთი წარმატების ისტორიები სოციალური ქსელების და მედიის მეშვეობით მთელ საქართველოს გაუზიარონ. პროექტის გამარჯვებულებს ჟიური დეკემბერში, ფინალურ ღონისძიებაზე გამოავლენს. (R)
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)