|
2017-10-20 18:30:42, 1721 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 14.7 %-ით გაიზარდა
2017 წლის 9 თვის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 14.7 %-ით არის გაზრდილი - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ავრცელებს. შპს “საქაერონავიგაციის” მონაცემებით, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.7 %-ით მოიმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ. ასევე გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც. 2017 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 106 633 ინსტრუმენტალური ფრენა. ეს მაჩვენებელი 13 482 ფრენით და 14.7%-ით მეტია 2016 წლის 9 თვის მაჩვენებელზე. მიმდინარე წელს საქართველოს აეროპორტებში შესრულებული აფრენა-დაფრენის რიცხვი 30 248 გაუტოლდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 38%-ით მეტია. 2017 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ასევე გაიზარდა ტრანზიტული რეისების რაოდენობაც და 76 385 ფრენა შეადგინა, რომელიც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 7.23%-ით მეტია. 2017 წლის სამივე კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენმა დისტანციამ 31 333 428 კმ-ს შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 3.45% - ით აღემატება. “ფრენების ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და მისი შენარჩუნება კვლავაც რჩება კომპანიის პრიორიტეტად. უკანასკნელი 4 წლის მანძილზე ჩვენ დავნერგეთ ახალი ტექნოლოგიები, განვაახლეთ არაერთი არსებული სისტემა და რეგიონში პირველებმა დავნერგეთ თავისუფალი მარშრუტები, რამაც კიდევ უფრო ეფექტიანი გახადა საჰაერო მოძრაობის მართვა. მოკლე საჰაერო მანძილი თავის მხრივ გულისხმობს ფრენის დროს, საოპერაციო ხარჯების და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას, რაც დადებითად აისახება ტურიზმზე და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზეც”, - აცხადებს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ორგანიზაციამ თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა უკვე დაასრულა, სადაც ამჟამად უახლესი ტექნოლოგიების მონტაჟი მინდინარეობს. ახალი ცენტრი ექსპლუატაციაში მომავალი წლის გაზაფხულზე შევა, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას.
(NS)
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)