ნათელაშვილი ყიზილაჯლოს ინციდენტზე: ეს გახლავთ გომელაურის და ივანიშვილის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მარნეულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„ეს გახლავთ გომელაურის და ივანიშვილის სპეცსამსახურთა მიერ დაგეგმილი ოპერაცია იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღება გადართონ პრობლემაზე, რომლის თანახმადაც არსებობს დიდი საფრთხე სახელმწიფოსათვის რომელიც სროლასაც არ ერიდება. არიქა ჩვენ თუ არ მოგვცემთ ხმას იქნება საყოველთაო დესტაბილიზაციაო. მე მათ ვეუბნები საყოველთაო დესტაბილიზაცია იქნება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხმას მიიღებენ“,-განაცხადა ნათელაშვილმა.