14:19 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 15:09:09, 1968 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩება

საქართველოს სახალხო დამცველი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება, რა დროსაც საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრი დაიჭრა.

უჩა ნანუაშვილი საარჩევნო სუბიექტებსა და ამომრჩეველს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არჩევნების პროცესში ძალადობა ყოვლად დაუშვებელია.

„მითუმეტეს საგანგაშოა, რომ ასეთ მძიმე ფაქტს ადგილი აქვს არჩევნებამდე ორი დღით ადრე“, - აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი დაზარალებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ოპერატიულად და ეფექტურად ჩატარდება და გამოძიების პროცესში არ დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics