ლორა თორნტონი: მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამო, შეშფოთებული ვართ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს მომხდარი გამოიძიოს და დამნაშავეები მართლმსაჯულებას გადასცეს.
"შეშფოთებული ვართ მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამო. ჩვენს დამკვირვებლებს დავავალეთ ვითარებაში გასარკვევად ადგილზე ჩავიდნენ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიძიოს მომხდარი და დამნაშავეები მართლმსაჯულებას გადასცეს. ნებისმიერი სახის ძალადობა არჩევნების დროს მიუღებელია. ვიმედოვნებთ, ეს ინციდენტი უკანასკნელი იქნება და არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაივლის", -განუცხადა „რუსთავი 2“-ს თორნტონმა.