14:19 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 10:25:27, 1805 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ბელგიის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრ დიდიე რეინდერს შეხვდა

საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის პრემიერ მინისტრის მოადგილეს, საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ გამართულ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მხარეებმა დადებითად შეაფასეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ოცდახუთიწლის თავზე ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, როგორც ორმხრივ ისე, რეგიონულ და მრავალმხრივ ფორმატებში.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბელგიას წლების განმავლობაში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და რეფორმების განხორციელების კუთხით აღმოჩენილი თანადგომისთვის.

საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, ასევე ისაუბრეს საქართველოში ბელგიური ბიზნეს დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ბელგიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ბიზნეს შესაძლებლობებს. აღინიშნა თანამშრომლობის შესაძლებლობები ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკის ,მწვანე ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს შეუძლია ბევრი საინტერესო  პროექტის შემოთავაზება თქვენი ბიზნეს წრეებისათვის, რაც სარგებელს მოუტანს არა მარტო ჩვენს ქვეყნებს, არამედ ევროპას", აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

დიდიე რეინდერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ბელგიის ურყევ მხარდაჭერას და გამოხატა ინტერესი აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics