13:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 14:10:30, 1853 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: რუსეთი არის ბაზარი, სადაც ქართულ ღვინოს ყველაზე მეტი ცნობადობა აქვს

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთი არის ბაზარი, სადაც  ქართულ ღვინოს ყველაზე მეტი ცნობადობა აქვს.

დავითაშვილის თქმით, თუ ამ პროდუქტის ხარისხი მაღალი იქნება, წარმატებით გაიყიდება.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობა გაიზარდა.

„ეს არის ძალიან კონკურენტული ბაზარი, სადაც მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პროდუქტებზე არსებობს შეზღუდვა ევროკავშირიდან, ალკოჰოლური სასმელები არ შეზღუდულა, აქ შედის ყველა ევროპული მწარმოებლის ღვინო და ასეთ კონკურენტულ გარემოში ქართული ღვინო წარმატებულია. თუმცა ვერ დაგეთანხმებით, რომ დივერსიფიკაციის კუთხით არ ვმუშაობთ, ან შედეგი არ გვაქვს. ორივე გვაქვს. ფაქტობრივად, ყოველ წელს ვაორმაგებთ ექსპორტს ჩინეთის მიმართულებით, რომელიც აბსოლუტურად ახალი ბაზარია. ამ ფონზე, ერთის მხრივ, შევქმენით საქართველოს ცნობადობა, რაც წინაპირობაა შემდეგ პროდუქტის ცნობადობის შექმნის, რაც ასევე წინაპირობაა, რომ საქართველოდან ღვინის გაყიდვა შევძლოთ ზოგადად ბაზარზე. ესეც კონკურენტული ბაზარია. დღევანდელი მონაცემებით საქართველო პირველ 11 იმპორტიორ ქვეყანაშია. ათეულში ალბათ წლის ბოლომდე ვიქნებით. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ჩინეთის მიმართულებით. ამას წელს დაემატა იაპონია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ასევე არის ძალიან პერსპექტიული, სტაბილური, მაღალფასიანი და მაღალ ხარისხზე ორიენტირებული ბაზარი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ იაპონიაში ვიქნებით წარმატებულები, რადგან ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. კარგი მარკეტინგული გეგმაც გვაქვს. ასევე აშშ, სადაც საკმაოდ ორიგინალურ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდ ღვინის ბაზარზე ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს თავი. აქ ჩვენ ზრდის საკმაოდ დიდი ტენდენცია გვაქვს. თუმცა, ქართული ღვინის მიმართ აღქმა რადიკალურად შესაცვლელია. ასე რომ, სამი ახალი მიმართულები იქნება საკმაოდ დიდი ალტერნატივა უკვე ტრადიციული ბაზრებისთვის”,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics