12:02 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 10:58:23, 1881 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: მხოლოდ კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, რთველი 2017 ძალიან წარმატებულად ჩატარდა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ კახეთის რეგიონში 125 000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა და მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა.

„ეს არის ნამდვილად თითოეული მევენახის, გლეხის და მთლიანად საქართველოს და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმატება. რთველის პეროცესში ჩართული იყო 230 კკომპანია და ყუირზენი კომპანიებს 15 000-მდე მევენახემ ჩააბარა. მთელი ეს პროცესი იყო ძალიან ორგანიზებული. მევენახეები და მეწარმეები ფასზე სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად შეთანხმდნენ და ფასი განისაზღვრა ადგილწარმოშობის, ხარისხის და სხვა ფაქტორების მოთხოვნაზე დაფუძნებით“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან რთველის საკოორდინაციო შტაბს და კონკრეტულად მინისტრ ლევან დავითაშვილს ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებული რთველისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics