|
2017-10-18 16:55:23, 2199 ნახვა
სამართალი
თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის შენახვის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში არაერთგზის, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.კ. ერთ-ერთი თურქული სამშენებლო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და არაერთგზის ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით შენახვის ფაქტზე დამნაშავედ სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 3 თებერვალს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ იქნა ორეტაპიანი ტენდერი თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით. ტენდერში, სხვადასხვა კომპანიებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა ერთ-ერთი თურქული სამშენებლო კომპანია, რომელმაც ვერ გადალახა ტენდერის პირველი ეტაპი და 2016 წლის აგვისტოში მიიღო დისკვალიფიკაცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ი.კ. კომპანიის წარმომადგენლებს გაეცნო როგორც კვალიფიციური ადვოკატი, რომელსაც ჰქონდა ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება და დაპირდა, რომ მათ კომპანიას გაამარჯვებინებდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ტენდერში გამარჯვების შემდეგ,პირველ ეტაპზე, ი.კ.-ს ავანსის სახით უნდა მიეღო 80 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. 2016 წლის 2 დეკემბერს, ი.კ.-მ კომპანიის წარმომადგენელს წარუდგინა ტენდერში გამარჯვების დამადასტურებელი, მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელით შედგენილი ყალბი დოკუმენტი და გაწეული იურიდიული მომსახურების ავანსის სახით მოითხოვა და მოტყუებით დაეუფლა კომპანიის კუთვნილ 60 000 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც ტენდერში გამარჯვება მოიპოვა სულ სხვა უცხოურმა კომპანიამ. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც გამოძიებით და სასამართლო განხილვისას დადგინდა, ი.კ. არ ირიცხებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრად და არ გააჩნდა საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.კ. დამნაშავედ სცნო და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ი.კ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)