05:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 11:36:34, 2369 ნახვა

მსოფლიო
RTL Nieuws - საქართველომ ნიდერლანდებს უკრაინაში ჩამოგდებული „ბოინგის“ კატასტროფის გამოძიებისთვის „ბუკის“ რაკეტა გადასცა

საქართველომ ნიდერლანდებს უკრაინაში ჩამოგდებული „ბოინგის“ MH17-ის კატასტროფის გამოძიებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტა გადასცა. ამის შესახებ RTL Nieuws იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 თებერვალს ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვის სამსახურის და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები საქართველოში სატვირთო თვითმფრინავ Hercules-ით ჩაფრინდნენ.

საქართველოში მათ კომპლექს „ბუკის“ რაკეტა გადასცეს. მომდევნო დღეს თვითმფრინავი ნიდერლანდებში დაბრუნდა და რაკეტა ნიდერლანდურ სამხედრო ავიაბაზა "გილზე-რეინზე" ჩაიტანა. აღნიშნული ინფორმაცია ნიდერლანდების პროკურატურის წარმომადგენელმა დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, ნიდერლანდებმა საქართველოს დახმარება სთხოვეს, ვინაიდან რეისის კატასტროფის რაც შეილება მეტი დეტალის გარკვევა სურდათ.

„ამ მიზეზით გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფი ეკონტაქტებოდა სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის ფინეთთან, უკრაინასთან და საქართველოსთან. გაერო-ს 2166-ე რეზოლუციის თანახმად, საქართველოს სამართლებრივი დახმარება გაუწია და 2017 წლის დასაწყისში „ბუკის“ რაკეტა სისხლის სამართლის გამოძიებისთვის ხელმისაწვდომი გახდა“, - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე თვითმფრინავ Boeing-777-ის კატასტროფას 283 მგზავრი, მათ შორის 80 ბავშვი და ეკიპაჟის 15 წევრი ემსხვერპლა. ის რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, თუმცა დონეცკში ჩამოვარდა. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაასკვნა, რომ თვითმფრინავი რუსეთიდან უკრაინაში ჩატანილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტამ ჩამოაგდო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics