|
2017-10-17 17:49:20, 3576 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირიდან 20 დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 5 კი სხვადასხვა სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაღუპულთა ნეშტები სასაფლაოზე სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ გადაიხადა. დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ. მათ დაღუპულა ოჯახებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენებული პირები: გაბესკირია გურამ ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ქ. სოხუმის მერი; ალასანია მამია გიორგის ძე - მინისტრთა საბჭო/სახელმწიფო საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის რეგიონალური კურატორი; შენგელია არშაველი ფილიპეს ძე - მინისტრთა საბჭო/ ჟიული შარტავას მოადგილე და მინისტრთა საბჭოს სამდივნოს წევრი; გეგელაშვილი ვახტანგი ვახტანგის ძე - მინისტრთა საბჭო/მინისტრთა საბჭოს მოადგილე; პაპუაშვილი გივიარჩილის ძე - სოხუმის რკინიგზის სადგური/მებრძოლი; ბერუაშვილი ბადრი - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი (მოადგილე); მაჩაიძე გოჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ფარცვანია ალექსანდრე დავითის ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა; თათრიშვილი გოჩა გურამის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ლიპარტელიანი გენადი ვალიკოს ძე - მებრძოლი; ჯორბენაძე თეიმურაზიზურაბის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე - მინისტრთა საბჭო/პირადი მცველების "იუპიტერის" დანაყოფის განყოფილების უფროსი (ჟიული შარტავას დაცვა); სილაგაძე სერიოჟა პლატონის ძე - სოხუმი/ახალი რაიონი/მებრძოლი; სოფრომაძე ბესიკიმამიას ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; გოჩიაშვილი დავითი მიხეილის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; აბსანძე თენგიზი გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვის წევრი, დანაყოფი "იუპიტერი"; ფარცვანია ვახტანგი კონსტანტინეს ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა; გიგოლაშვილი ომარი ოთარის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ხახიაშვილი ნოდარი ვლადიმერის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ჭუჭულაშვილი ნუგზარი როლანდის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ნადირაძე შალვა მერაბის ძე - მებრძოლი; მირზაშვილი კობა ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი; შარტავა ელგუჯა გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი; შალვაშვილი ხვიჩაიოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; მოსიძე მარია ვასილის ასული - მშვიდობიანი მოქალაქე.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)