11:01 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 14:18:13, 1758 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, „ლიბერალმა“ სპეციალური სარაგბო ჟურნალი „ჩვენი თამაში“ გამოსცა

„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, „ლიბერალმა“ სპეციალური სარაგბო ჟურნალი „ჩვენი თამაში“ გამოსცა. 

სარაგბო ჟურნალის პრეზენტაცია 15 ოქტომბერს, კაფეში „ჩარლი ლისი"  გაიმართა და მას ქართველი მორაგბეები, რაგბის კავშირის წარმომადგენლები და  რაგბის გულშემატკივრები დაესწრნენ.

„ჩვენი თამაში" ჟურნალ „ლიბერალის" სპეციალური სარაგბო გამოცემაა, რომელიც ქართული რაგბის ისტორიის, საინტერესო ფაქტების, ადამიანების, მოვლენების და მოსაზრებების კრებულია. გიო ახვლედიანი, დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე, ჟურნალისტებთან და რაგბის გულშემატკივრებთან ერთად გამოცემის მკითხველს საინტერესო საავტორო სვეტებით, ინტერვიუებით, პროფაილებით, ანალიტიკური სტატიებით, თვალსაზრისებით ქართულ რაგბიზე მოუყვებიან.

ჟურნალის პრეზენტაციაზე სამოყვარული ფესტივალიც გაიმართა თაჩ-რაგბიში, რომელში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

დღეიდან ჟურნალის ყიდვა რაგბის გულშემატკივრებს  პრესის ჯიხურებში შეუძლიათ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
პეკინმა დაადასტურა დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში 13-15 მაისს
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics