10:07 - 11 May, 2026
|
2017-10-14 13:55:23, 2440 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილმა ლიკა ქავჟარაძის ოჯახს მიუსამძიმრა
ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, სადაც მსახიობ ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა. ყოფილმა პრემიერმა მსახობიოს ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ბიზინა ივანიშვილმა ტაძარი უკვე დატოვა და მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიმდინარეობს. 15:00 საათზე მსახიობს ტაძრიდან გამოასვენებენ. მას ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ მსახიობი 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)