10:06 - 11 May, 2026
|
2017-10-14 12:52:22, 1937 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მცხეთიდან მიულოცა, სადაც სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო. „გილოცავთ სვეტიცხოვლობას, მარადიულობის და რწმენის დღესასწაულს. სვეტიცხოველი საქართველოსთვის არის ერთობისა და სიძლიერის სიმბოლო. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივულოცო, ყველას ვუსურვო დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო“ - განაცხადა კახა კალაძემ. საზეიმო წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. სადღესასწაულო მსახურებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრებიც დაესწრნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)