11:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 16:51:56, 1872 ნახვა

კომენტარი
კობახიძე ბოკერიას: ჩვენზე ჭკვიანები რომ იყოთ, ჩვენ არ ვისხდებოდით 116 კაცით და თქვენ 21

თქვენ, რომ ჩვენზე ჭკვიანები იყოთ ჩვენ არ ვისხდებოდით 116 კაცი და თქვენ არ ისხდებოდით აქ 21 კაცით, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ევროპული საქართველოს" წევრ გიგა ბოკერიას.

მანამდე უმცირესობის დეპუტატმა მმართველ გუნდს მოუწოდა პრეზიდენტის ვეტოს დაეთანხმონ.

"სწორედ გავიგე ბატონო ირაკლი თქვენი და უმრავლესობის პოზიცია, რომ რადგან პრეზიდენტი არ დაეთანხმა ვეტოს იმ ვარიანტს, რომელსაც თქვენ საჯაროდ სთავაზობდით, ახლა თქვენ აპირებთ, რომ ინიცირება მოახდინოთ ამ ცვლილებების ამ კონსტიტუციის მიღების შემდეგ. სწორედ მესმის ხო?! თუ ეს ასეა და სწორად გავიგე პროცედურული ჟესტის შანსი გაქვთ. დაეთანხმეთ პრეზიდენტის ვეტოს და მოახდინეთ ინიცირება იმისი, რასაც არ ეთანხმებით. გაწყობთ ასეთი ვარიანტი?! ხომ გაქვთ უმრავლესობა და ასეთ ჟესტს გააკეთებთ საზოგადოების და პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. ეჭვი გეპარებათ რამეში? იქნებ სცადოთ და დაფიქრდეთ", - მიმართა ბოკერიამ "ქართული ოცნების" დეპუტატებს.

აღნიშნულს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა:

"თქვენ, რომ ჩვენზე ჭკვიანები იყოთ ჩვენ არ ვისხდებოდით 116 კაცი და თქვენ არ ისხდებოდით  აქ 21 კაცით, ბატონო გიგა. ასე, რომ ჭკუაში მოტყუება ცოტა ისეთი მცდელობაა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics