|
2017-10-13 16:35:40, 2192 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კომპანია „ჯონ სნოუს“ წარმომადგენლებს ჯანდაცვის პროგრამის რეფორმა გააცნო
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ვაშინგტონში კომპანია „ჯონ სნოუს“ (JSI) წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმა გააცნო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, JSI საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით აშშ-ს მთავრობის კონტრაქტორი უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანიაა. „ჯონ სნოუში“ გამართულ შეხვედრაზე ნინო ბერძულმა აღნიშნა, რომ 2013 წელს დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციაა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება 2013 წლამდე პრივატიზებული ჯანდაცვის სისტემიდან სამედიცინო სერვისების საყოველთაო დაფინანსების სისტემაზე გადასვლის პროცესზე მიაპყრო. მან ასევე განიხილა პროგრესის ის ეტაპები, რომელმაც ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახადა და მოსახლეობა სამედიცინო სერვისებზე კატასტროფული დანახარჯებისგან დაიცვა. მინისტრის მოადგილემ ამერიკელ კოლეგებს გააცნო თავისი ხედვა, თუ როგორ უნდა გაიზიარონ სხვა ქვეყნებმა საქართველოს მაგალითი და აღნიშნა, რომ მდგრადი დაფინანსება და სწორად შერჩეული პრიორიტეტები საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმისთვის გადამწყვეტია. პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომპანია“JSI”-ის წარმომადგნელები დაინტერესდნენ საქართველოში გატარებული ჯანდაცვის რეფორმებით და სამომავლო გამოწვევებით. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მთავარი პრიორიტეტი სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამედიცინო მოვლის ხარისხის გაუმჯობესებაა. შეხვედრის ბოლოს ნინო ბერძულმა კომპანია „ჯონ სნოუს“ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამების ხელშეწყობისა და დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)