|
2017-10-13 15:22:54, 12739 ნახვა
High - Tech
რობოტი სოფია, რომელიც კაცობრიობას განადგურებით დაემუქრა, გაეროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
რობოტმა სოფიამ, რომელიც 2016 წლის მარტში ინტერვიუს დროს კაცობრიობას განადგურებით დაემუქრა, გაეროს სხდომაზე გენერალური მდივნის მოადგილესთან ამინა მოჰამედთან საუბრისას ხელოვნურ ინტელექტზე და მის მომავალ გეგმებზე ისაუბრა. "მომავალი უკვე აქაა. ჩვენ ინტელექტის ამაღლებაზე და სწრაფ შედეგზე ვართ ორიენტირებულები",-თქვა ანდროიდმა ჟურნალისტებთან საუბრისას. აგრეთვე სოფიამ სასმელი წყლის და საკვები რესურსების სწორ გადანაწილებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა. ამინა მოჰამედმა საზოგადოებას შეახსენა, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება და გაკონტროლება სწორად უნდა მოხდეს. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ინტერვიუს დროს კითხვაზე "ხალხს თუ დახოცავდი?" სოფიამ ჟურნალისტს დადებითად უპასუხა. 2017 წლის აპრილში ინციდენტი განმეორდა, ამჯერად სოფიამ ტელევიზიით სამყაროს დაპყრობის სურვილი გამოთქვა, მაგრამ შემდეგ დაამატა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. რობოტ სოფიას სახით 60-ამდე ემოციის გამოხატვა შეუძლია. მის თვალებში სპეციალური კამერებია ჩამონტაჟებული, რომლებიც მას გარე სამყაროს აღქმაში ეხმარებიან. აგრეთვე ცნობილია, რომ სოფიას შემქმნელმა დევიდ ჰენსონმა ბრიტანელი კინოვარსკვლავის ოდრი ჰეფბერნის გამეორების გამეორება სურდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)