04:02 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 16:07:21, 2125 ნახვა

მსოფლიო
სირიაში თეთრ ქვრივად ცნობილი ბრიტანელი ტერორისტი ქალი მოკლეს

ბრიტანელი ტერორისტი ქალი, სალი ჯონსი, რომელიც თეთრი ქვრივის სახელით არის ცნობილი, სირიაში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატიდან დაბომბვის შედეგად დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 48 წლის ქალი ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" 2013 წელს, სირიაში ვიზიტისას შეუერთდა.

მედიის ცნობით, ქალი სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა სხვა ქალების გადაბირებაზე მუშაობდა. ის ასევე დაჯგუფების ქალების ფრთას ხელმძღვანელობდა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში ტერაქტების მომზადებით იყო დაკავებული. გარდა ამისა, სალი ჯონსი, სოციალურ ქსელში „ისლამური სახელმწიფოს“ იდეების პროპაგანდით და ბრიტანელი ქრისტიანების მისამართით მუქარების გავრცელებით იყო დაკავებული.

როგორც BBC წერს, ის 12 წლის შვილთან ერთად ჯერ კიდევ ივნისში მოკლეს.

ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, ტერორისტი სირიის ქალაქ რაქადან გაქცევის მცდელობისას დაიღუპა. 

სალი ჯონსი ადრე ბრიტანული პანკ-ჯგუფის Krunch-ის წევრი იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics