|
2017-10-11 13:23:11, 1880 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და უსაფრთხოების პარტნიორია
დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე პირველი სტრატეგიული დიალოგი გაიმართა. დიალოგის პირველი სხდომა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა: „საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და უსაფრთხოების პარტნიორია, როგორც ეს ასახულია ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის დოკუმენტში. ჩვენ ჩართულნი ვართ ევროკავშირის კრიზისი მართვის ოპერაციებში და საკუთარი წვლილი შეგვაქვს ევროპასა და მთელ მსოფლიოში სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. იმედი გვაქვს, რომ უფრო მჭიდრო თანაქმედების გზით, ჩვენ შევძლებთ უკეთესად დავინახოთ საკუთარი ადგილი ევროპის უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში და უფრო ეფექტიანად შევიტანოთ წვლილი ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებაში. აღნიშნული ინიციატივა ადასტურებს, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია შემდგომშიც ითანამშრომლოს საქართველოსთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე. სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს რეგულარული დიალოგი როგორც ამ ფორმატში, ისე ასოცირების საბჭოს ფარგლებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოების განზომილებაში უფრო მჭიდრო ინტეგრაციის შესაძლებლობას", - განაცხადა მინისტრმა სხდომის გახსნისას. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევის ფონზე ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ერთობლივი ინტერესის საკითხებზე მიზნობრივი დიალოგის დაწყებას „ამ ურთიერთდაკავშირებულ, კონკურენტულ და რთულ სამყაროში, ისეთი გამოწვევები, როგორიცაა კონვენციური და ჰიბრიდული ომი, ექსტრემიზმი და რადიკალიზმი, კიბერ-დანაშაული, ტერორიზმი და ორგანიზებული დანაშაული, რომლებიც დღითიდღე სულ უფრო რთული და მაღალტექნოლოგიური ხდება, შეუძლებელია გადაწყდეს თანამშრომლობისა და ერთობლივი პასუხისმგებლობის გარეშე“, - დასძინა მინისტრმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საქმეში ევროკავშირის აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების ინსტიტუტი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თავმჯდომარეობა, ჩართულობის პოლიტიკა აღიარების გარეშე, ფინასური დახმარება, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესში. აღსანიშნავია, რომ საქართველო აღნიშნული დიალოგის დაწყების ინიციატივით დეკემბერში, ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომაზე გამოვიდა, რის შემდეგაც საკუთარი ხედვა და ზოგადი მიზნები წარადგინა.
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)