08:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 12:20:28, 1825 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: ლადო ჭანტურია ტოლს არ დაუდებს სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი ქვეყნის მოქმედ მოსამართლეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  საზოგადოებას სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის პროცედურის წარმატებით დასრულებას ულოცავს.

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ევროპულად მოაზროვნე, პროფესორი, დოქტორი და სამართალმცოდნე, „რომელიც ტოლს არ დაუდებს სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქმედ მოსამართლეს”.

„გუშინ, ლადო ჭანტურია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აბსოლუტური უმრავლესობით ხმებისა იქნა არჩეული საქართველოდან ევროპული სასამართლოს მოსამართლედ. მან 179 ხმიდან დააგროვა 120 ხმა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეორე ტური არ გამართულიყო. ამით დაახლოებით 2 წლიანი რთული პროცესი, მათ შორის ჩემთვისაც, როგორც კომისიის თავმჯდომარისთვის, დასრულდა. დასრულდა წარმატებით, გამარჯვებით, რადგან საქართველოს ჰყავს ევროპულად მოაზროვნე, პროფესორი, დოქტორი და სამართალმცოდნე, რომელიც ტოლს არ დაუდებს სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქმედ მოსამართლეს, რაც ქვეყნის პრესტიჟისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics