12:28 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 10:53:59, 1869 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დონის დიალოგი იწყება

საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი,  სტრატეგიული დონის დიალოგი იწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე  განაცხადა.

მისივე თქმით,  შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ იქნა მიღებული.

პრემიერის განმარტებით,  აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველო  ევროპის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ხდება:

„საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის, სტრატეგიული დონის დიალოგის დაწყების შესახებ პოზიტიური ამბავი მინდა გაცნობოთ. ეს საკითხი გუშინ გადაწყდა და ესაა უმნიშვნელოვანესი მიღწევა, ვინაიდან,  პრაქტიკულად, ვხდებით ევროპის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ქვეყანა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი ხნის მიზანმიმართული მუშაობის შედეგი და, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის უდიდესი პატივი და ამავე დროს  პასუხისმგებლობა. ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი  ასევე ევროკავშირის მხრიდან და ეს არის დამადასტურებელი  ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ დიდი ინტერესისა და რეგიონში  უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების  საქმეში საქართველოს  როლის“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ   ამ დიალოგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება რუსეთ- საქართველოს კონფლიქტი და მისი  მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიება:

„ასევე  იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ტერორიზმი, რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი, ორგანიზებულ დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლა და ა.შ. ეს სტრატეგიული დიალოგის ფორმატი იქნება გზა, რომ ჩვენ მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირის  უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემასთან და სტრუქტურებთან“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics