06:27 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 10:10:05, 344 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრად გიგლა აგულაშვილი დაასახელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა დაასახელა.

აგულაშვილმა ელჯგუა ხოკრიშვილი შეცვალა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა.

ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გიგლა აგულაშვილის საქმიანობა მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

„მას შემდეგ, რაც გადადგომის თხოვნით მომმართეს გარემოს დაცვის და სპორტის მინისტრებმა, მინისტრთა კაბინეტში ვაკანტური გახდა ორი თანამდებობა. ამან გამოიწვია მთავრობის განახლებული შემადგენლობის გაგზავნა ჯერ პრეზიდენტთან და შემდეგ პარლამენტში. მე გეტყვით, რომ გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მე წარვადგენ ბატონ გიგლა აგულაშვილს, რომელსაც აქვს საპარლამენტო მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება. როგორც მოგეხსენებათ იგი დღემდე პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ბატონი გიგლა არის პროფესიით იურისტი. პარლამენტში მისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე მას აქვს გარემოს დაცვით ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. იგი არის კარგი მენეჯერი. ამ მიმართლებით ბატონ გიგლას არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაუტარებია და ეს აისახებოდა მის საკანონმდებლო საქმიანობაშიც. ასე რომ მე იმედი მაქვს ბატონი გიგლას საქმიანობა მინისტრის თანამდებობაზე იქნება ნაყოფიერი და წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics