08:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 12:44:12, 1931 ნახვა

კომენტარი
სენატორი ჯეიმს რიში: საქართველო ნატოს წევრი გახდება

ამერიკის სენატის საგარეო საქმეებისა და დაზვერვის კომიტეტის წევრის, სენატორ ჯეიმს რიშის განცხადებით, ნატოს კარი ღიაა და საქართველო ნატოს წევრი გახდება, როცა ამისთვის მზად იქნება, - ამის შესახებ სენატორმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სენატორმა აღნიშნა, დემოკრატიის აშენება ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც მოთმინება და ყველა მხარის ხედვის გათვალისწინება სჭირდება.

ამასთან, სენატორი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

"კარი ღიაა, მაგრამ შესვლამდე აუცილებელია წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება. მე ამას 100 პროცენტით ვუჭერ მხარს. კრიტერიუმები დემოკრატიას, თავდაცვისუნარიანობას, თავდაცვაზე დანახარჯებს უკავშირდება. საქართველო წინ მიიწევს. საქართველოსთან დიდი ხანია დიალოგი გვაქვს ნატოში გაწევრიანებაზე და საქართველო ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე მუშაობს. ქვეყანას დიდი პროგრესი აქვს, თუმცა წევრობის კრიტერიუმებს ბოლომდე ჯერ ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, ერთ დღეს, როცა ამას გააკეთებენ, ისინი ნატოს წევრი გახდებიან", - განაცხადა რიშიმ.

მან ასევე კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზეც ისაუბრა.

"ახალ კონსტიტუციას რაც შეეხება, განსაკუთრებით ისეთ გარემოში, სადაც ორი დომინანტური პოლიტიკური ძალაა, ძალიან მნიშვნელოვანია მხარეები დასხდნენ და კომპრომისის გამოყენებით მივიდნენ საბოლოო შეთანხმებამდე იმაზე, თუ როგორი ფორმით სურთ ქვეყნის მართვა. ამერიკაში ასეთ საკითხებს ამ მეთოდით ვართმევთ თავს. ეს საკმაოდ რთული და დაძაბული პროცესია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას ეძლევა საშუალება საკუთარი წვლილი შეიტანოს ცვლილებების დანერგვაში", - განაცხადა სენატორმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics