|
2017-10-09 15:05:49, 1977 ნახვა
პოლიტიკა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს
ქალაქ ბუქარესტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური შეხვედრის პლენარულ სხდომაზე, ალიანსის ქვეყნების დეპუტატებმა განიხილეს და კენჭი უყარეს რეზოლუციას "სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში". როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტის თანახმად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ამ ტერიტორიების მილიტარიზაციის გამო, გმობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს და რუსეთის მიერ ნატო-ს ასპირანტი და ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობლების დაშინებისა და დესტაბილიზაციის მცდელობებს. რეზოლუციაში აღნიშნულია საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და მიღწეული პროგრესი, ხაზგასმულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მხარდაჭერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს გააგრძელონ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული დისკუსიები, გაზარდონ საქართველოს ჩართულობა რეგიონული უსაფრთხოების გამყარებისკენ მიმართულ ნატოს აქტივობებში და ხელი შეუწყონ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონკრეტულ ნაბიჯებს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია 6 ოქტომბერს დაიწყო და მუშაობას დღეს, 9 ოქტომბერს დაასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)