07:19 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 13:49:53, 1916 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია: ქუთაისის აეროპორტში წელს და მომავალ წელსაც ბევრი სიახლე გველოდება

,,ქუთაისის აეროპორტი, როგორც პროექტი და  ასევე კომპანია  Wizzair- თან გაფორმებული კონტრაქტი არის წარმატებული, რადგან  ამას მოყავს კიდევ უფრო მეტი ტურისტი საქართველოში“- ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრისა და  დაWizzair - ის კომერციული დირექტორის,ჯორჯ მიხალოპულოსის შეხვედრაზე Wizzair-ის ახალი რეისების,  ქუთაისის აეროპორტში კომპანიის მეორე ბაზის დამატებისა და ტერმინალის გაფართოების საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძეც ესწრებოდა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში წელს და მომავალ წელსაც ბევრი სიახლე გველოდება. პირველი - ეს არის ახალი ტერმინალი, რომლის მშენებლობა უკვე იწყება.  გარდა ამისა, ქუთაისის აეროპორტს დაუკავშირდება რკინიგზა, რაც გიორგი გახარიას შეფასებით,  ძალიან კომფორტულს გახდის მგზავრობას  აეროპორტიდან.

,,მესამე სიახლე გახლავთ ის, რომ ქუთაისის აეროპორტიდან კომპანიაWizzair  გახსნის ახალ მიმართულებებს, როგორიცაა რომი, პრაღა, ბარსელონა, პარიზი, ხოლო იმ  მიმართულებების სიხშირე, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი იყო, გაიზრდება - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გიორგი გახარიას შეფასებით,  ქუთაისი აეროპორტში  ბაზირებული Wizzair - ის კიდევ ერთი თვითმფრინავი მომავალ ტურისტულ სეზონს შეუწყობს ხელს, ,,ტურისტებისთვის საქართველოში ჩამოსვლა უფრო კომფორტული უნდა იყოს და ჩვენს მოქალაქეებსაც ხელი უნდა  შევუწყოთ, რაც შეიძლება  ხშირად იმოგზაურონ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ

ქუთაისი აეროპორტის გააქტიურებაზე და 82%-იან ზრდაზე გააკეთა აქცენტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმაც. ქეთი ალექსიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განსაკუთრებული ზრდა სხვადასხვა პოზიტიურმა ფაქტორებმა განაპირობა.

,,აღსანიშნავია, რომ ახალი ბაზის დამატება გულისხმობს დაახლოებით 100 მილიონიან ინვესტიციას კომპანიის მხრიდან. უშუალოდ მათ მიერ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაორმაგდება და დაახლოებით 72 კაცი იქნება. ასევე გაიზრდებაჩვენი აეროპორტის შემადგენლობაც“- განაცხადა ქეთი ალექსიძემ. მისივე თქმით, დაახლოებით 3-ჯერ გაიზრდება  აეროპორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები  რომ გაზრდილ მოთხოვნას მოემსახურონ.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, Wizzair-ი ქუთაისიდან 16 მიმართულებით, 11 ევროპულ ქვეყანაში იფრენს. რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით რეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება.

Wizzair-ი ასევე აორმაგებს რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, რისთვისაც ქუთაისში ბაზირებული იქნება ავიაკომპანიის A320 ტიპის მეორე საჰაერო ხომალდი.

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics