|
2017-10-06 13:25:59, 1985 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანმა იაპონიის ელჩი მიიღო
იუსტიციის მინისტრმა იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა მიიღო. სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა სტუმარს მოადგილეები წარუდგინა და მათი პასუხისმგებლობების სფეროები გააცნო. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. ამ კონტექსტში ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში პოტენციური ინვესტორებისათვის არსებულ ხელსაყრელ სამართლებრივ გარემოზე და გამოთქვა სურვილი, რომ იუსტიციის სამინისტროსა და იაპონელ ინვესტორთა შორის მისი დახმარებით საინტერესო დიალოგი შედგეს, რათა იაპონიაში უკეთესად გაიცნონ ის სამართლებრივი სახელმწიფო, რომლის შენებასაც საქართველოს მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო უდგას სათავეში. ტადაჰარუ უეჰარა იაპონიის ელჩად საქართველოში მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა. თბილისში ჩამოსვლამდე მას მაღალი მენეჯერული თანამდებობები ეკავა სხვადასხვა კომპანიაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)