|
2017-10-05 15:04:03, 2234 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციას ხვდება
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციას ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს. ცნობისთვის, პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს რამდენიმე დღის წინაც შეხვდა. შეხვედრაზე მიწვეული იყო მმართველი გუნდიც, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ პრეზიდენტთან შეხვედრის ეს ფორმატი მიუღებელი აღმოჩნდა. მათ სურდათ გიორგი მარგველაშვილს ოპოზიციური პარტიების გარეშე შეხვედროდნენ. პრეზიდენტმა მათთვის სასურველ ფორმატში შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა და ეს შეხვედრა გუშინ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტი იზიარებს საჭიროებას, ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ საკითხებზე ცვლილებები კონსტიტუციაში რაც შეიძლება მალე აისახოს. კერძოდ, საუბარია ბონუსის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ პრეზიდენტს სთხოვა, მმართველ გუნდთან ცალკე შეხვედრის შემთხვევაში, მათთან კონსულტაციები კვლავ გაემართა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)