00:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 11:40:03, 2406 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში ქართველი სერიული მძარცველი დააკავეს

იტალიის ქალაქ მოდენაში ქართველი სერიული მძარცველი დააკავეს, - ამის შესახებ Sulpanaro იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ადგილობრივმა პოლიციამ ი.ი. გუშინ, სუპერმარკეტში დააკავეს.

მედიის ცნობით, 43 წლის მამაკაცმა სხვადასხვა სექციიდან პროდუქტები მოიპარა და თანხის გადახდის გარეშე მაღაზიის დატოვებას აპირებდა. მაღაზიის დაცვამ ეჭვმიტანილი გააჩერა და აღმოჩნა, რომ მას ჩანთაში სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი. კერძოდ კი, დამატებითი ჯიბე ალუმინის ფირფიტებით იყო გაწყობილი და შესაბამისად მაღაზიის დეტექტორებმა მოპარული ნივთები ვერ დააფიქსირეს. ნივთების ჯამურმა საფასურმა 100 ევრო შეადგინა. 

როგორც გამოცემა წერს, მამაკაცი შინა პატიმრობაში იმყოფებოდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახლის დატოვების უფლება მხოლოდ გარკვეულ საათებში ჰქონდა.

სამართალდამცველების თქმით, მამაკაცი ქურდობის ბრალდებით რამდენჯერმე იყო დაკავებული. ახლა სასამართლომ მას ერთი წლითა და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 200 ევროს გადახდა დააკისრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics