06:04 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 15:48:47, 2216 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატები ითხოვენ, მათი გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს

ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატები ჩვენებების მედიით გავრცელების საქმეზე, გამოკითხვას მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვენ.

ამის შესახებ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს პროკურატურის დატოვების შემდეგ განუცხადა.

„ძალიან კონკრეტულად და ძალიან მოკლედ ვუთხარი, რომ ყველა ამ შეკითხვებზე პასუხი გაეცემა მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით. კითხვების არეალი იყო შემდეგი -  ვის შეეძლო ეს ინფორმაცია მიეწოდებინა ტელევიზიებისთვის და ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამის წყარო“,-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გარდა რამიშვილისა, მთავარ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დეკანოზ მამალაძის სხვა  ადვოკატებიც იყო დაბარებული.

ადვოკატი გიორგი ფანცულაია ასევე მოითხოვს, რომ მისი გამოკითხვაც  სასამართლოს წესით ანუ მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს.

„ყველა ის მოწმე, რომელიც დაიკითხა, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გამოკვლეულ იქნა აშკარად მიუთითებს რომ აბსოლუტურად არ დასტურდება ის წაყენებული ბრალი რაც ანგარებით წაუყენა პროკურატურამ  დეკანოზს და ასევე ის გადაკვალიფიცირებული ბრალი, რომელიც შემდეგ განაჩენის სახით ასახა ბესიკ ბუგიანიშვილმა. ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებაში აბსურდთან ერთად ლოგიკასაც ვერ ვხედავთ“,-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics