23:19 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 14:08:20, 2370 ნახვა

მსოფლიო
რეჯეპ ტაიფ ერდოღანი: თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანება აღარ სურს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანება აღარ სურს, - შესაბამისი განცხადება  თურქეთის პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ერდოღანი თვლის, რომ ევროკავშირი თურქეთთან სხვადასხვა სფეროში სათანადოდ არ თანამშრომლობს.

"თურქეთს აღარ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ თუ ევროკავშირს მართლაც სურს რეალურ წინსვლას მიაღწიოს, მან უნდა მისცეს თურქეთს წევრობა, რადგან სწორედ ამ გზით შეიძლება ევროკავშირმა ეკონომიკურ და კულტურულ გაფართოებას მიაღწიოს", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ დიალოგი ბრიუსელმა 2005 წელს წამოიწყო, მას შემდეგ თურქეთი ევროგაერთიანებაში გაწევრიანებას ელოდება. ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ თურქეთი არღვევს ევროგაერთიანების პრინციპებს და სწორედ ესაა მიზეზი, გაწევრიანების პროცესის გაჭიანურებისა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics