|
2017-10-03 13:33:19, 1660 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ბირბიჩაძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას კარდაკარ ხვდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას კარდაკარ ხვდება. გიორგი ბირბიჩაძე ვაჟა-ფშაველას მე-3 და მე-6 კვარტალში იმყოფებოდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მაჟორიტარობის კანდიდატს სხვადასხვა საჭიროებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. „მიუხედავად ამინდისა, წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. არჩევნებამდე 18 დღე რჩება და ვცდილობ, ეს დრო მაქსიმალურად ნაყოფიერი იყოს - შევხვდე თითქმის ყველა ამომრჩეველს, მოვისმინო პრობლემები, გავაცნო ჩვენი გუნდის საარჩევნო პროგრამა, რადგანაც სწორი არჩევანის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რას გააკეთებს მომავალში მის მიერ არჩეული გუნდი. ჩვენ გვაქვს, როგორც ქალაქის, ასევე, თითოეული რაიონის განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელიც, თავის მხრივ, ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მუნიციპალური ავტოპარკის განახლებას, ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი და მკაფიო ნაბიჯების გადადგმას, დედაქალაქის იერსახის მოწესრიგებას, ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებას, პარკირების სისტემის, ასევე, საცობების დარეგულირებასა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს. სწორედ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვცდილობ მაქსიმალურად ფართო აუდიტორიისთვის იყოს ხელმისაწვდომი „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და კარდაკარი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამისთვის,“- აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ. ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს ისეთ ოჯახებსაც სტუმრობდა, რომელთა წევრებიც ასაკისა თუ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სურვილის მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს ვერ ესწრებიან. გიორგი ბირბიჩაძემ აღნიშნა, რომ ვაკის გამგებლის მოადგილედ მუშაობისას, მისი საკურატორო სფერო, სწორედ, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება იყო. „ბოლო ორი წლის განმავლობაში მე პირადად ვხვდებოდი თითქმის ყველას, ვინც სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით გამგეობას მიმართავდა და კარგად ვიცი, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი რაიონი. სწორი მენეჯმენტით, ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ 15 000-მდე ადამიანს გავუწიეთ დახმარება და მე მათ მხარდაჭერას დღეს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. ვპირდები ამომრჩეველს, ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ სოციალური შეჭირვება მინიმუმამდე დავიდეს. ასევე, გაგრძელდება ჯანდაცვის მიმართულებით არსებული ყველა პროგრამა და ამოქმედდება დამატებით ახალი პროგრამები, იმისათვის, რომ თბილისელებმა იგრძნონ შვება და იცხოვრონ ღირსეულად,“- განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.
(NS)
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)