|
2017-09-30 15:50:32, 2044 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას შეხვდა და თბილისის განვითარების ხედვა გააცნო
„თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც განიცადეს ძალიან დიდი ტკივილი. მე მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ეს ორი რეგიონი არის საქართველო, ჩვენი სამშობლო, მაგრამ თბილისი ჩვენი დედაქალაქია და თითოეული ჩვენგანის სურვილია, ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო უკეთესი, მოწესრიგებული და ლამაზი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბევრი პრობლემაა ქალაქში და უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ისინი მოგვარდეს“, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებასთან შეხვედრისას გააკეთა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან თბილისის განვითარების ხედვაზე, დაგეგმილ მიმართულებებზე და პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებები სამი მიმართულებით განხორციელდება: პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და განვითარება; მშენებლობის სტანდარტების დახვეწა ეკოლოგიის და უსაფრთხოების მიმართულებით. თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერობის დროს გამოირიცხება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რეკრეაციულ ზონებსა და მწვანე სივრცეებში. მისივე თქმით, ყურადღება მიექცევა არამარტო ძველი უბნების, არამედ ზოგადად, ავარიული შენობების აღრიცხვის, რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების საკითხს, ასევე, მოაგვარებს დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების პრობლემას, სადაც ოჯახები ათეული წელია ცხოვრობენ. კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ თბილისის მერიაში მოქმედი ოცდაორივე პროგრამა გაგრძელდება და განვითარდება. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, სამინისტროს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის ღონისძიებებისა და გადაცემული საცხოვრებელი ფართების სტატისტიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აფხაზეთიდან დევნილებმა მხარდაჭერა გამოხატეს თბილისის მერობის კანდიდატის მიმართ და აღნიშნეს, რომ კახა კალაძე ის რეალური კანდიდატურაა, რომელიც თბილისს ცვლილებებს მოუტანს.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)