16:43 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 14:31:31, 2469 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „ციტრუსის ექსპორტი 2017“ გაიხსნა

დღეს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ციტრუსის II-ე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „ციტრუსის ექსპორტი 2017" გაიხსნა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიზნეს ფორუმის მიზანი ადგილობრივი ციტრუსის პოპულარიზაცია და სარეალიზაციოდ ახალი ბაზრების ათვისებაა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა - ავთანდილ მესხიძემ. აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრი ფორუმის მონაწილეების წინაშე გასული ციტრუსის სეზონის ანალიზითა და მომავალი გეგმებით წარსდგა. ფორუმის მსვლელობისას პრეზენტაციები გამართეს აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ციტრუსით დაინტერესებული მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებმა.

საერთაშორისო ფორუმში მეციტრუსეობის დარგის 9 ქვეყნის 27 კომპანიის 34 წარმომადგენელი მონაწილეობდა. იმპორტიორებმა ბელარუსიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვადან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ტაჯიკეთიდან დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოები და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის საექსპორტო სამზადისის ტექნოლოგიურ პროცესებს.

ფორუმის ფარგლებში სტუმრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში ნაადრევი ჯიშის ციტრუსის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა.

„ციტრუსის ფორუმი 2017" აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics