08:55 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 10:55:35, 2219 ნახვა

პოლიტიკა
იუნკერი: მომდევნო 5 წელიწადში ევროკავშირში 27-ზე მეტი სახელმწიფო იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, Brexit-ის, მოლაპარაკებების საკითხების მოგვარებას, "სასწაული" დასჭირდება, - ამის შესახებ BBC იუწყება.

იუნკერმა ევროკავშირის განვითარებაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ გაერთიანებას ახალი წევრები ეყოლება.

"2019 წლის მარტის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ევროგაერთიანებას დატოვებს, ევროკავშირში 27 სახელმწიფო იქნება, თუმცა მომდევნო 5 წელიწადში 27-ზე მეტი“, - აღნიშნა იუნკერმა.

შეგახსენებთ, რომ Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 19 ივნისს დაიწყო. გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა დაუჭირა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდან გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics