03:25 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 19:06:32, 2000 ნახვა

საზოგადოება
გამოფენაში „აგრო ბათუმი 2017“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-7 საერთაშორისო გამოფენაზე „აგრო ბათუმი 2017“ ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე დაყენებული ღვინის საკოლექციო ნიმუშები, ხილი და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები შესთავაზა დამთვალიერებლებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის სტუმრები მეცხოველეობისა და მემცენარეობის მიმართულებით ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ გამოცემულ გზამკვლევებსაც გაეცნენ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. 
„აგრობათუმი 2017“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გახსნა და წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა.  
 აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის მიზანი აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შორის ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობაა. 
 „აგრო ბათუმი 2017“ დღეს გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს. 
გამოფენაში მონაწილეობენ აგროსასურსათო სექტორში დასაქმებული ქართული და უცხოური კომპანიები, მათ შორის, თურქეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან. საერთაშორისო გამოფენა კომპანიის „GEONET EXPO” ორგანიზებით აჭარის რეგიონში უკვე მეშვიდედ იმართება.


(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics