08:55 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 18:22:47, 2146 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა კონსტრუქციულად შეაფასა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მხოლოდ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

კერძოდ, ეს საკითხები იყო: საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისათვის; 2. სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები; ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი; საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა;  საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები; საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო;  რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე;  მზადება ნატო-ს მომავალი სამიტისათვის.

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს  შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა:

 "შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი განვიხილეთ. პირველ რიგში ეს იყო შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა, ეს დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნა დასამტკიცებლად. ასევე, ვისაუბრეთ ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატებზე, იმ პროგრესზე, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება. ვისაუბრეთ ნატოს მომავალი სამიტის დაგეგმვის პროცედურებზე, საქართველოს თავდაცვის საკითხებზე. ამასთან, განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება",-აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics