08:55 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 18:23:33, 2048 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს

პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით,  "ქართულ ოცნებას" შეხვდეს.

ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით,  არსებული ვითარება იძლევა საშუალებას, რომ დიალოგი შედგეს:

"კონსტიტუცია იმდენად მნიშვნელოვანი რამ არის ქართული სახელმწიფოსთვის, ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობისთვის, რომ მზად ვართ, ყველანაირი ინსტრუმენტი, შანსი ამისთვის იყოს გამოყენებული. პრეზიდენტი ამ ხნის განმავლობაში ყველა მხარისგან ითხოვდა იმას, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით ყოფილიყო თანხმობა პოლიტიკურ ძალებს შორის, საზოგადოებას შორის. სწორედ ეს თანხმობაა ყველაზე მეტად საჭირო და ღირებული. ვითარება ისეთია, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება პოლიტიკური დიალოგი შედგეს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ 20-მდე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას შეხვდა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო ცვლილებებისა და მმართველი გუნდის ინიციატივის განსახილველად შედგა.

გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და შექმნილი ვითარება მიმოიხილა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, უკვე ყველა თანხმდება, მათ შორის კონსტიტუციის მიმღები „ქართული ოცნებაც“, რომ დღეს ვეტო არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალს წარმოადგენს.

მმართველი გუნდი დღევანდელ შეხვედრაზე არ მივიდა. მათ პრეზიდენტთან შეხვედრა ოპოზიციის გარეშე სურთ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics