05:43 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 12:15:13, 2010 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციას მხარს უჭერს 150-დან 117 დეპუტატი, 8-დან 5 საპარლამენტო პარტია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას საქართველოს პარლამენტისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად გამოიყენებს, ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება.

„ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს კონკრეტულად ის, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად გამოიყენოს მან ვეტოს უფლება. საქმე ეხება 2 საკითხს. ერთი არის ბონუსის ამოღება ახალი რედაქციიდან და მეორე არის, ბლოკების ერთჯერადად დატოვება. თუ ამ სახით გამოიყენებს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას, ეს იქნება ჩვენი ხედვით ყველაზე სწორი ნაბიჯი. ამით აღსრულდება ჩვენი და ვენეციის კომისიის შეთანხმება ძალიან  მალე და ეს იქნება ძალიან კარგი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე ცოტა ხნით ადრე წარმართულ პროცესებს დადებითად ვერ შეაფასებს.

„დადებითად ვერ შევაფასებ იმ პროცესებს, რომელიც წარიმართა კონსტიტუციის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე. რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა ე. წ. 20 პარტიასთან ერთად  დაწერა ახალი კონსტიტუცია. ჩვენ გვედავებოდნენ იმას, რომ ნაჩქარევად მოვამზადეთ თითქოს დოკუმენტი, ამ დროს თვითონ  3-4 დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტმა და ე. წ. 20 პარტიამ. ეგრეთწოდებულს ვამბობ იმიტომ, რომ საქართველოში ყველამ ვიცით, თქვენც დამეთანხმებით  20 პარტია საერთოდ არ არსებობს. ეს არის თან შერაცხული „ თანხმობის დოკუმენტად" მაშინ, როდესაც ჩვენს დოკუმენტს მხარს უჭერს 150-დან 117 დეპუტატი, 8-დან 5 საპარლამენტო პარტია, მეორე მხარეს დგას პრეზიდენტი თავის 20 პარტიასთან ერთად ანუ ოპოზიცია, რომელსაც აქვს თავისი სუბიექტური ინტერესები და მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტს უწოდებენ „თანხმობის დოკუმენტს".  ბუნებრივია, ამას ჩვენი მხრიდან პოზიტიური შეფასება ვერ ექნება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics