04:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 10:16:00, 2348 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქურდობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.დ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ საბანკო პლასტიკურ ბარათს გაურკვეველ ვითარებაში დაეუფლა და მისი გამოყენებით, მიმდინარე წლის 23 ივლისს, რვა ეტაპად, სხვადასხვა რაოდენობის თანხა გადარიცხა Crystalbet.com-ის მის მიერ შექმნილ ანგარიშებზე, ხოლო მიმდინარე წლის 23 და 24 ივლისს - დარჩენილი თანხით სხვადასხვა სუპერმარკეტში საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან, აღნიშნული პლასტიკური ბარათი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics