|
2017-09-27 13:32:28, 1790 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-სა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ქცევის კოდექსი გაფორმდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ერთობლივ ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი. აღნიშნული დოკუმენტი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავდა და ის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს. კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ. ეს დოკუმენტი პირველად 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის შემუშავდა და მას ხელი მოაწერა როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ისე 23 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. „ჩვენ დღეს ვთანხმდებით იმაზე, რომ ერთმანეთს ხელს შევუწყობთ საქმიანობაში, არ ჩავერევით ისეთ საქმეში, რომელიც ჩვენს კომპეტენციას არ განეკუთვნება, ამავდროულად, არ განვახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომლებიც შესაძლოა, აღქმული იყოს რომელიმე სუბიექტის მხარდასაჭერად, ან საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, ეს არის სწორედ ეთიკა, რომლითაც უნდა მუშაობდეს ყველა ჩართული მხარე, განსაკუთრებით ეს დღეს ჩვენი შეთანხმებით აღიარებული იქნებ სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ეს პოზიტიური ტენდენცია, ეს პრაქტიკა პირველად ჩვენ დავამკვიდრეთ 2016 წლის არჩევნებისთვის და დღესდღეობით თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვაღიარებთ და ვთანხმდებით ანალოგიურ პრინციპებზე, რომ პირველ რიგში მთავარ ფიგურანტს- ამომრჩეველს, ხელი შეეწყოს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება და მიიღოს 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა“,-განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ. სურვილის შემთხვევაში დამკვირვებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა, ხელი მოაწერონ დოკუმენტს ცესკოში, რითაც ასევე გამოაცხადებენ თანხმობას, იმოქმედონ ქცევის კოდექსში გაწერილი ნორმების მიხედვით: „მსგავსი ტიპის დოკუმენტები ყოველთვის მოქმედებს იმაზე, რომ საარჩევნო პროცესში ჩართული ყველა მხარე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაცია, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები და სხვა სუბიექტები, ვიცავდეთ საარჩევნო პერიოდში იმ პრინციპებს, რა პრინციპებითაც იმართება საქართველოში არჩევნები, ეს არის როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ისე ადგილობრივი ჩვენი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო გარემო თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. სწორედ მსგავსი ტიპის დოკუმენტები მეტად უწყობს ხელს, რომ ჩვენი საქმიანობისას დავიცვათ კანონმდებლობა და ის შესაბამისობაში მოდიოდეს საერთაშორისო სტანდარტებთან“,-აღნიშნა საია-ს იურისტმა ირმა პავლიაშვილმა.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)