|
2017-09-27 12:22:16, 1976 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: მჯერა, შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო
1993 წლის 27 სექტემბერი, საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა როგორც კიდევ ერთი ცრემლიანი და სისხლიანი დღეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გმირთა მოედანზე, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა. მან მემორიალი გვირგვინით შეამკო და აღნიშნა, რომ ოკუპაცია და ძმათა მკვლელი ომი ყველას საერთო გულის ტკივილია. „საქართველო იყო ყველას სახლი, ყველა კუთხის ადამიანის სახლი, დაწყებული აფხაზეთიდან დამთავრებული სამაჩაბლოთი. საუკუნეებია ერთი წინაპარი გვყავდა, ერთი მონარქია და ერთი სამშობლო გვქონდა. ის ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომი საერთო იყო და ჩვენი საერთო ტკივილია დღესაც. ეს არის ტკივილი, რომელიც ყველა ადამიანის გულშია. მჯერა, რომ შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი და ჩვენი სამაჩაბლო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)