05:43 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 16:53:49, 2298 ნახვა

კომენტარი
ადა მარშანია: ეს არის საკონსტიტუციო უზურპაცია, ერთპარტიული დიქტატურის გაფორმება

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, დეპუტატ ადა მარშანიას განცხადებით, მმართველი გუნდი კონსტიტუციის უზურპაციას ახდენს.

როგორც მარშანიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით მმართველმა გუნდმა ერთპარტიული დიქტატურა გააფორმა.

"კანონმდებლებო მინდა შეგახსენოთ. კანონი ეს არის საზოგადოებრივი შეთანხმება. არ არის ეს კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენ ახლა მივიღებთ, საზოგადოებრივი შეთანხმების საბუთი. ყველა სიტყვას, რომელსაც ახლა ვიტყვი, უდიდესი ტკივილით ვიტყვი და მომისმინეთ -  ეს არის საკონსტიტუციო უზურპაცია. ეს არის ერთპარტიული დიქტატურის გაფორმება/დამყარება. ეს არის "ქართული ოცნების" პარლამენტი და არ არის საქართველოს პარლამენტი. ეს არის "ქართული ოცნების" კონსტიტუცია და არ არის საქართველოს კონსტიტუცია. როდემდე ვიყოთ ასე, როდემდე ვიაროთ მოჯადოებულ 25-წლიან წრეზე?!", - განაცხადა მარშანიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics