|
2017-09-26 16:24:44, 2004 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიღებთ კონსტიტუციას, რომელიც გაუძლებს დროს
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტის კენჭისყრამდე შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების პროცესი მიიღო მონაწილეობა. კობახიძის თქმით, დღეს პარლამენტი მიიღებს გამართულ, დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებულ კონსტიტუციას: „ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული ამ უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ პროცესში. ყველა მოწვევის პარლამენტს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს და წვლილი შეიტანოს ისტორიული პროცესის განხორციელებაში და ისტორიული მისიის შესრულებაში. ჩვენ ნამდვილად მოგვეცა ამის შესაძლებლობა, რაც არის ჩვენთვის დიდი პატივი. გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ ახალი ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი მმართველობის სისტემისთვის, ეს არის საშვილიშვილო საქმე. ვიღებთ კონსტიტუციას, რომელიც გაუძლებს დროს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. დიდი საქმეები დიდი წინააღმდეგობის გარეშე არ კეთდება. შეგხვდა სერიოზული წინააღმდეგობა, მთელი შტურმი ვიხილეთ საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ, თუმცა ეს წინააღმდეგობა დავძლიეთ და ამას ჰქონდა ერთი მარტივი მიზეზი გვამოძრავებდა - რწმენა, რომ ვაკეთებდით სწორ საქმეს, შევიმუშავებდით დოკუმენტს, რომელიც კიდევ ერთხელ გაუძლებდა დროს. გვახსოვს სადამდე მიიყვანა დამახინჯებულმა კონსტიტუციებმა 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველო. გახსოვთ 95 წლის კონსტიტუცია, სადამდე მიგვიყვანა ამ დოკუმენტმა. 2004 წლის რედაქცია, სადამდე მიგვიყვანა ამ ყველაფერმა, გახსოვთ 2010 წლის ცვლილებების მიზანი რა იყო, გამოვიარეთ ნახევრად ავტოკრატიული რეჟიმები, რეჟიმების მთავარი საყრდენი იყო სწორედ არადემოკრატიული კონსტიტუცია. ჩვენი ისტორიული მისია, ამოცანა იყო ამ მახინჯი კონსტიტუციის ჩანაცვლება ძალიან დახვეწილი რედაქციით და ჩვენ ჩვენი პრინციპულობით, შრომით დ ძალისხმევით შევძელით ამ მისიის წარმატებით შესრულება. აუცილებლად ვიამაყებთ იმ გადაწყვეტილებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დღეს მიიღებს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)