|
2017-09-26 14:58:20, 2200 ნახვა
პოლიტიკა
„თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში“ - „ევროპულმა საქართველომ“ რიგგარეშე სხდომა დატოვა
პარტია "ევროპული საქართველოს" წევრებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო პროექტს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხდომის დატოვებამდე სიტყვით პარტიის წევრი და მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია გამოვიდა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მმართველ გუნდს არ აქვს უფლება კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგოს. „ყველანაირი ხელისუფლება არსებობს და ნებისმიერი ხელისუფლება უშვებს შეცდომებს, ეს ნორმალურია და ჩვენც დაგვიშვია შეცდომები. მაგრამ დგება რაღაც კრიტიკული მომენტები, როდესაც ვეხებით ქვეყნის განვითარების ფუნდამენტურ საკითხებს. კონსტიტუცია არ არის თქვენი პარტიის ცხოვრების წესი და თქვენი პარტიის მომავლის დოკუმენტი. კონსტიტუცია არის მთლიანად ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური თამაშის წესები. აქ თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ აიღოთ ეს კონსტიტუცია და მოირგოთ თქვენს თავზე. ყველა სათითაოდ ხართ პასუხისმგებელი დღეს ქვეყნის წინაშე. ოპოზიციური პარტიები რადიკალურად განსხვავებული პოზიციებით, შევჯერდით და ვიპოვეთ კონსენსუსი, იმიტომ, რომ ეს საჭირო იყო ქვეყნისთვის. ჩვენ შემოგთავაზეთ პლებისციტი, რომ თუ ჩვენ გავიჭედეთ პოლიტიკურ პროცესში მოდით ვკითხოთ ხალხს. ვენეციის კომისიამ შემოგთავაზათ უამრავი მნიშვნელოვანი შენიშვნა. პრეზიდენტმა მოახერხა და განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შემოგთავაზათ გამოსავალი. ეს თქვენ არაფერი გაინტერესებთ, ერთადერთი გაინტერესებთ, რომ შემოებღაუჭოთ ხელისუფლებას, რაც ნამდვილად არ გამოგივათ. თქვენი ეს ჩაბღაუჭება სწორედ თქვენს სისუსტეზე მეტყველებს. ამ პასუხისმგებლობას თქვენ ყველანი დღეს იღებთ საქართველოს ისტორიის წინაშე. თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში და იმსახურებთ, რომ დარჩეთ ამ ფარსში მარტო", - მიმართა ელენე ხოშტარიამ მმართველ გუნდს. ამასთან, მან პარლამენტის ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს უპასუხა, რომელმაც დეპუტატებს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა: "როდესაც პროვოკაციას უწყობთ მთლიანად ქვეყანას, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აქ ილუზია ნუ გექნებათ, რომ ამ ფარსში მივიღებთ მონაწილეობას და წერტილ მძიმეზე გაგესაუბრებით. ამიტომ მოითმინეთ ცოტა ხანი და მიიღეთ ის რასაც იმსახურებთ“, - განაცხადა ხოშტარიამ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)