|
2017-09-26 13:22:19, 1771 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობას საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო კანონმდებლობა წარედგინა
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის სივრცითი განვითარების მიმართულებით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო კანონმდებლობას განიხილავენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კანონმდებლობა უზრუნველყოფს იმას, რომ საჯარო ინტერესი არ დაზიანდეს და ამავე დროს, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა საინტერესო იყოს. მთავრობის მიერ ჩარჩო კანონმდებლობის დამტკიცების შემდეგ, იგი პარლამენტს გადაეგზავნება. "კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა შევეხო, ეს არის საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო კანონმდებლობის წარმოდგენა მთავრობის სხდომაზე ჩვენი ქვეყნის სივრცითი განვითარების მიმართულებით, რაც გახლავთ ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი კერძო კომპანია ჩაერთოს ამ პროექტების განხორციელებაში იმისათვის, რომ მაღალი ხარისხის მოთამაშეების მოზიდვა შევძლოთ ქვეყანაში, არა კონტრაქტორებად, არამედ ინვესტორებად შემოვიდნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, გვჭირდება საერთაშორისო სტანდარტების კერძო და საჯარო სექტორებს შორის ჩარჩო კანონმდებლობა, სწორედ ამიტომ მივმართეთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს და აზიის განვითარების ბანკს, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამონაწილეობით, ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით მოხდა ამ კანონპროექტის შემუშავება, რომელიც საბოლოო ჯამში შექმნის იმ გარემოს, რაც საერთაშორისო სტანდარტებით იქნება დამაკმაყოფილებელი მაღალი ხარისხის ინვესტორი კომპანიების შემოსაყვანად, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს აამაღლებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხს, მეორეს მხრივ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველს გახდის კერძო კომპანიებისთვის და მესამე მხრივ, მნიშვნელოვანი განტვირთვაა სახელმწიფო სუვერენული ბალანსის, საბიუჯეტო სახსრების კუთხით, რადგან ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რომ უფრო დიდი მასშტაბის პროექტებისთვის განვტვირთოთ სახელმწიფო ბიუჯეტი და მაქსიმალურად ჩავრთოთ კერძო კომპანიები. ეს კანონმდებლობა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი ამყარებს კარგ ბალანსს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ინტერესებს შორის ისე, რომ საჯარო ინტერესი არ დაზიანდეს და ამავე დროს, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის იყოს საინტერესო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა. ასე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ჩარჩო კანონმდებლობაა, რომელიც გადაეგზავნება პარლამენტს", - განაცხადა პრემიერმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)